საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშ

2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს უხელმძღვანელებს.

„ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი ამ დღეებში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.

ფორუმზე „ისრაელის სახლს“ მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე წარმოადგენდა, რომელმაც ღონისძიებაზე გამგზავრებამდე კონსულტაციები კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ლევან ხარატიშვილთან გამართა.

ლუქსემბურგის ფორუმმა მოიწონა ისრაელის სახლის მიერ წარდგენილი მარშრუტის პროექტი. მისი მონაწილეებისთვის კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ინფორმაცია ლაილაშის ბიბლიის, არმაზის ბილინგვასა და საქართველოში ებრაელობისადმი დამოკიდებულებაზე.

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია წელს, ზაფხულში იერუსალიმში გაიმართება. ეს იქნება ახალი კულტურული მარშრუტი ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, რომელიც დაიწყება იერუსალიმიდან და დასრულდება საქართველოში. მარშრუტში ჩაერთვება ქართველი შინდლერების პარკიც, რომლის გაშენებაც, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისში იგეგმება..Watch Full Movie Streaming Online and Download

იციკ მოშეს განცხადებით, აღნიშნული სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველო პოპულარიზაციას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და პოტენციალის წარმოჩენას.

ცნობისთვის: საქართველო კულტურული მარშრუტების შესახებ ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 27-ე წევრი სახელმწიფო ცოტა ხნის წინათ გახდა. კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმება (Enlarged Partial Agreement EPA) 2010 წელს ამოქმედდა და მოიცავს ევროპის საბჭოს 32 სერტიფიცირებულ კულტურულ მარშრუტს.

Subscribe to our mailing list

* All fields are required

What newsletters are you interested in?